პოლონეთი ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას, თუმცა ეჭვობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ცნოს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობა. ამის შესახებ განაცხადა პოლონეთის ელჩმა უკრაინაში იაცეკ კლიუჩკოვსკიმ ეთერში უკრაინის ,,5–ე არხთან’’.
,,ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი ქმედებების კოორდინირებას საერთაშორისო საზოგადოებასთან, – განაცხადა მან,–ჩვენ ვცნობთ კოსოვოს ისე როგორც ევრო კავშირის უმეტესობა, მაგრამ ჯერ არ დავამყარეთ საერთაშორისო ურთიერთობები, ჩვენ ველოდებით მასთან სერბიის შერიგებას’’.
ამასთან ერთად პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ,,სხვა ქვეყნებთან დამოკიდებულებაში–არსებობენ მკაცრად განსაზღვრული ნორმები, როცა შეიძლება ქვეყნის ცნობა. პოლონეთი ძალიან ფრთხილ საერთაშორისო პოლიტიკას ატარებს. თუ იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის სამართლიანი გადაწყვეტილება, მაშინ პოლონეთი მოიქცევა ისე, როგორც საერთაშორისო საზოგადოება. მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება ალბათ არასოდეს ცნობს მათ’’.
|