ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის ა.ხლოპონინის ადმინისტრაციამ რეკომენდაცია მისცა ოლქის სუბიექტების ხელმძღვანელებს შეიმუშაონ ახალგაზრდების ქცევის წესები საკუთარი რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ყოფნის დროს.
ასეთი ინიციატივის მიზეზად სახელდება გახშირებული ინციდენტები, როგორც ოლქში, ისე მის ფარგლებს გარეთ. რამდენიმე დღის წინ ქ.ტუაფსის დასასვენებელ ბანაკში ადგილი ჰქონდა ჩეჩენი მოზარდების ცემის ფაქტს ადგილობრივი 400 კაციანი ჯგუფის მიერ; ინგუშეთის პრეზიდენტის ჩარევა გახდა საჭირო ფეხბურთის ჩეჩენ გულშემატკივრებსა და ინგუშ ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის მიზეზების გასარკვევად; ყაბარდო-ბალყარეთში მორიგი არეულობის დროს ტრამვები მიიღეს მილიციის თანამშრომლებმა და სხვა.
როგორ იქნება აღქმული ჩრდილოეთ კავკასიელი ახალგაზრდებისგან ან რესპუბლიკის პირველი პირებისგან ა.ხლოპონინის ეს ინიციატივა, ამას დრო გვიჩვენებს.
|