RSS
"Georgia Times"-მა რუსეთის გენერალური პროკურატურა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა
04.08.2010 12:53
გოჩა გვარამია
"ექსპერტთა კლუბი"

ინტერნეტ გამოცემა "Georgia Times-Грузия Сегодня" საქმიანობაზე დაკვირვებისას უნებლიედ ჩერნომირდინის ცნობილი ფრაზა გახსენდება - "გვინოდა უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ გამოვიდა როგორც ყოველთვის"...

საერთოდ ასეთი დასახელებისა და ენობრივი სიის შერჩევა, მათ შორის ქართული, წინასწარ არის გათვალისწინებული მკითხველის შეცდომაში შეყვანაზე, თითქოს რესურსი ქართულია და გამოქვეყნებული მასალები ქართული საზოგადოების აზრს წარმოადგენენ. მაგრამ როგორც იტყვიან, მახათს ტომარაში ვერ დამალავ. ინტერნეტი საერთოდ საინტერესო რამ არის. ვირტუალურ სამყაროში დამალვა რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ ბოლომდე უკავალოდ გაუჩინარება მაინც შეუძლებელია, მითუმეტეს, როცა ამას მაინდამაინც სათანადო ყურადღებას არ აქცევ.

Hostname www.georgiatimes.info
CustName: Pravda.ru
Address: Staraya Basmannaya Street
City: Moscow
StateProv: MOSCOW
PostalCode: 105064
Country: RU

მაგრამ საუბარი ამაზე როდი გვაქვს. აღნიშნული რესურსის შესახებ ჩვენ ადრეც ვწერდით. საქმე ეხება "Georgia Times-Грузия Сегодня"-ს ერთ-ერთი კორესპონდენტის სვეტლანა ბოლოტნიკოვას "შემოქმედებას", რომელიც თავისი ენთუზიამითა და გონებამახვილობით საკუთარ გამომცემლობას უხერხულ მდგომარეობაში უკვე მერამდენჯერ აყენებს. აფხაზეთში ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ტყუილში მხილებული ბოლოტნიკოვა ცდილობს შური "ექსპერტთა კლუბი"-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე იძიოს, რომელიც რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებას მიეძღვნა, რომელშიც პრაქტიკულად აღიარებულია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები 2008 წლის აგვისტომდე გაცილებით ადრე იმყოფებოდნენ საქართველოში. ნათქვამია, რომ სულელს თუ ღმერთისთვის ლოცვას აიძულებ, ლოცვით შუბლს გაიტეხავსო. ამ რუსული ანდაზის შესატყვისად ბოლოტნიკოვამ კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია და მშობლიური პროკურატურის დაცვის მცდელობით კიდევ ერთხელ დაამტკიცა ჩვენი პოზიციების სამართლიანობა.

ჩვენ არ დავეშვებით ბოლოტნიკოვას მიერ ჩვენი მისამართით გამოყენებულ ლექსიკამდე, მაგრამ გვინდა მკითხველს საშუალება მივცეთ თვითონ შეაფასოს ის "სიმართლე", რომლის წარმოჩენასაც ასე გულმოდგინებით ცდილობს ქალბატონი სვეტლანა.

"უკვე პირველი როდია, რომ ქართული მედიის საშუალებებში გვხდება განცხადებები იმის თაობაზე, რომ რუსეთის რომელიღაცა ჩინოვნიკმა თავისი სიტყვებით დაამტკიცა "რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფაქტი" - წერს ბოლოტნიკოვა თავის სტატიაში და არ შეიძლება მას ამაში არ დაეთანხმო. აბა სხვაგვარად როგორ?! უყურადღებოდ ხომ არ დატოვებს ადამიანი ასეთ აღიარებებს! მოდით გავაგრძელოთ. "ამჯერად სააკაშვილის მომხრეების ფანტაზიები ყველანაირ ზღვარს გადავიდა. უკვე რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაც კი თბილისში საქართველოსთვის სასარგებლოდ ინტერპრეტირებაც სცადეს..." - ამის შემდეგ კი როგროც თვით რუსები იტყვიან "ავტორს სახურავი დაუცურდა"...

სხვათაშორის, "სააკაშვილის მომხრეები" - ასეთი ფორმულირებით ჟანგლირება რუსული პროპაგანდისათვის დამახასიათებელი ხერხია, რომელიც საქმეში ჩაუხედავ მკითხველში ისეთი აზრის ჩამოყალიბებას ემსახურება, თითქოს ქართველებში რაღაც მარგინალური მცირე ფენა არსებობს, მაშინ როდესაც დანარჩენი უმრავლესობა, ჩუმად, მის მიერვე არჩეული პრეზიდენტისა და მთავრობის მოშორებასა და ისევ "უფროსი ძმის" იძულებით მფარველობის ქვეშ დარბრუნებაზე ოცნებობს. იძულებული ვართ ბოლოტნიკოვას და მისნაირებს იმედები გავუცრუოთ. საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმი და მრავალფეროვანი ოპოზიციაა, მაგრამ პრინციპული კონსესუსი არსებობს ისეთ საკითხებში, როგორიცაა საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და მისი დეოკუპაცია. შეიძლება რა თქმა უნდა რამდენიმე საწინაარმდეგო მაგალითის მოყვანაც. საქართველო დემოკრატიულ ქვეყანას წარმოადეგენს და აქ პოლიტიკური პარტიის დარეგისტრირების საშუალება იმ მოღალატეებსაც გააჩნიათ, რომლებიც საკუთარი ქვეყნის დასანგრევად მოსკოვიდან გამოგზავნილ თანხებს დიდი სიხარბით ითვისებენ. ბოლოტნიკოვასა და მისი კოლეგების გულის გასახარად მათ შეუძლიათ გამოვიდნენ და ილაპარაკონ მანამ, სანამ არ დაარღვევენ კანონს, რომლის წინაშე განურჩევლად ყველა ერთნაირად აგებს პასუხს. ქალბატონო ბოლოტნიკოვა მიიღეთ რეალობად: სააკაშვილი ნამდვილად არაფერ შუაშია იმაში, რომ რუსეთს საქართველოში ოკუპანტისა და აგრესორის სტატუსი გააჩნია. ეს თქვენთან შეიძლება, ზომბირებული ტელევიზიებით მოსახლეობას თვალში ნაცარი შეაყაროთ, ხოლო საქართველო ისეთი პატარა ქვეყანაა, სადაც ტელევიზიების გარეშეც კი "ვინ ვინ არის?" კითხვაზე პასუხს ყველა ისედაც გებულობს.

მაგრამ დავუბრუნდეთ რუსეთის გენერალურ პროკურატურას. მისი დაცვით გულანთებულმა ბოლოტნიკოვამ სამხედრო ექსპერტობაც კი სცადა, მაგრამ როგროც კი შეეცადა 2008 წლის აგვისტომდე ცხინვალის რეგიონში დაგომისის ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი რუსეთის შეიარაღებული ძალების არსებობის გამართლება, უმალ გაბითურებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. როგროც თვითონ ამბობს საქმის ვითარებაში გასარკვევად მან პროკურატურაში დარეკა და "რუსეთის გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახურის უფროსის მოადგილემ მიხეილ იანენკომ ტექსტის სისწორე დაადასტურა, ამასთან მასში ვერც სენსაციური რამ დაინახა", ვინაიდან "სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მშვიდობისმყოფელები ჯერ კიდევ დიდ ხნის წინ იმყოფებოდნენ". ჩვენც თავიდანვე ხომ მკითხველს სწორედ იმაზე ვაფრთხილებდით, რომ მოსკოვში თავის მართლებას ტერმინების ამგავრი მანიპულირებით შეეცდებოდნენ. ბოლოტნიკოვასნაირი დილეტანტებისთვის კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ "რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჯარისო შენაერთები" და "შერეული სამშვიდობო ძალების რუსული კონტინგენტი" ერთი და იგივე არ არის. პირველი თავისი ფუნქციებითა და სამართლებლივი სტატუსით სწორედ რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების საჯარისო შენაერთებია. რაც შეესხება შერეული სამშვიდობო ძალების რუსულ კონტინგენტს - რა თქმა უნდა არავინ ამბობს, რომ ისინი ჰაერიდან გაჩნდნენ და რუსეთის არმიასთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. მაგრამ მას შემდეგ რაც ის სამშვიდობო ოპერაციის განსახორციელებლად მიავლინეს, სამართლებრივი თვალსაზრისით იგი უკვე არ წარმოადგენს რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩვეულებრივ შენაერთს. რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას რუსი სამშვიდოები დაგომისის ხელშეკრულების მოქმედების ქვეშ მოექცნენ და შერეული საკონტროლო კომისიის უშუალო დაქვემდებარებაში გადავიდნენ. ეს კომისია ერთადერთ ორგანოს წარმოადგენდა, რომლის გადაწყვეტილებები და განკარგულებები უნდა შეესრულებინა "ცისფერჩაფხუტიანებს".

მაგრამ როგორც არ უნდა უტრიალო "საჯარისო შენაერთებისა" და "სამშვიდობო კონტინგენტის" ფორმულირებების შინაარსს, შემდგომი სიტყვებით ბოლოტნიკოვა პროკურატურასთან ერთად სრულად ააშკარავებს მკითხველების შეცდომაში შეყვანის მცდელობებს. ბოლოტნიკოვა ინტერესდება მშვიდობისმყოფელების საქმიანობაში საიდუმლოების არსებობაში, რაზეც რუსეთის გენპროკურატურაში პასუხობენ, რომ "საჯარისო შენაერთებში მეტწილი საკითხებისა სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს". ეს კი უკვე ერთდროულად როგორც მკითველის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ასევე დაუფარავ სიცრუეს წარმოაქდგენს. ადრე უკვე ავღნიშნეთ, რომ მშვიდობისმყოფელები არ წარმოადგენენ ჩვეულებრივ საჯარისო შენაერთებს, რომელთა გამოყენება მოსკოვს თავისი შეხედულებისამებრ თავისუფლად შეეძლო. სამშვიდობო ძალების კონტინგენტი (სამი ბატალიონიდან თითოეული მაქსიმუმ 500 სამხედრო), "ცისფერჩაფხუტიანების" დისლოკაციის ადგილი, ყველა მათი გადაადგილება და მშვიდობისმყოფელთა ნებისმიერი სხვა ქმედება მკაცრად რეგლამენტირებული იყო რუსეთსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შებამისი დოკუმენტებით, სადაც საშტატო შეიარაღებაც კი დეტალურად იყო გაწერილი. სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობას უფლება არ ჰქონდა რაიმე მოემოქმედა თბილისის, მოსკოვისა და ცხინვალის თანათავმჯდომარეობით მოქმედი შერეული საკონტროლო კომიტეტის გადაწყვეტილების გარეშე, რომელიც მიიღებოდა კონსესუსის საფუძველზე. "ცისფერჩაფხუტიანები" ვალდებული იყვნენ სრული გამჭვირვალობით ემოქმედათ და თავიანთი საქმიანობის ყოველი ასპექტის ანგარიში ყველა მხარისათვის ჩაებარებინათ. სამშვიდო ოპერაციის ამ ჩარჩოებიდან გასვლა დაგომისის ხელშეკრულების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, ხოლო შერეული სამშვიდობო ძლების რუსული კონტიგენტი ავტომატურად გადაყავს რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩვეულებრივი შენაერთის სტატუსში, რომელიც არ ექვემდებარება შერეულ საკონტროლო კომისიას და საქართველოს ტერიტორიაზე ოფიციალური თბილისის თანხმობის გარეშე იმყოფება, რაც საერთასორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით აგრესიის ფაქტად აღიქმება.

ამგვარად, ბოლოტნიკოვას "უნებლიე" ხელშეწყობით ბატონი იანენკო ამტკიცებს, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა შერეული სამშვიდობო ძალების რუსული კონტიგენტის მეშვეობით, რომელიც ცხინვალის რეგიონში იყო დისლოცირებული, რაღაც საიდუმლო საქმიანობას ახორციელებდა. გამოდის რომ "ცისფერჩაფხუტიანების" რუსული კონტიგენტი კონფლიქტის მოგვარების შერეული სამხედრო კომისიისაგან "რაღაცას" მალავდა. ესე იგი ჩვენ რუსეთის გენერალური პროკურატურის კიდევ ერთი აღიარებითი ჩვენება გაგვაჩნია - სამშვიდობო რუსული კონტიგენტი უხეშად არღვევდა სამშვიდობო ოპერაციის რეჟიმს, ხოლო რუსეთი უკვე მაშინ წარმოადგენდა აგრესორ ქვეყანას, რასაც წლების განმავლობაში ქართული მხარე ცდილობდა დაემტკიცებინა მსოფილო თანამეგობრობისათვის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - ჯავის რაიონში 2006 წელს ექსპლუატაციაში ჩაბარებული რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის ნიველირების მცდელობა. აღნიშნული ფაქტის უარყოფის მცდელობა გასაგებია - თვითონ რუსეთის პროკურორებიც კი ამას უხეშ დარღვევად და რუსეთის საწინააღმდეგო მტკიცებულებად მიიჩნევენ. მაგრამ გაურკვეველია რისთვის არის საჭირო ამ ფაქტის დამალვის გაუმართლებელი მცდელობისას ეუთოს სადამკვირვებლო მისიისაკენ "თითის გაშვერით" საკუთარი დილეტანტობაც სააშკარაოზე გამოიტანო. "სად ჰქონდათ თვალები ეუთოს დამკვირვებლებს? - წერს ბოლოტნიკოვა, - ევროპელების ამოცანას დაგომისის ხელშეკრულების მხარეების მიერ ზავის პირობების შესრულების მონიტორინგი წარმოადგენდა. ორიათას ხუთას სამხედროზე გათვლილი სამხედრო ბაზის მშენებლობა მათთვის შეუმჩნეველი არ უნდა ყოფილიყო". ეს მშენებლობა შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩენილა. სადაზვერვო სამსახურებს ბაზის შექმნასთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია გააჩნდათ, მაგრამ ვინაიდან ეუთოს დამკვირვებლებს ჯავის რაიონში შეღწევა არ შეეძლოთ (რაც ავტორმა შესაძლებელია აქამდე არ იცოდა), ოფიცილაურად ამის დადასტურება ვერ შეძლეს. "კონფლიქტის ზონა", სადაც საერთაშორისო დამკვირვებლებს მონიტორინგის საშუალება ეძლეოდათ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს 15-15 კილომეტრიანი დერეფნით იყო შემოფარგლული. ჯავის რაიონი კი ამ დერეფნის საზღვრებს სცილდებოდა. რაც შეეხება ამ რაიონში ინსპექტირების ჩატარებას, რომელსაც ქართული მხარე საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად მუდმივად აყენებდა შერეული საკონტროლო კომისიის ყოველ სხდომაზე, რუსული მხარე და მათი ცხინვალელი მარიონეტები აღნიშნულ საკითხს მუდმივად ბლოკავდნენ. ინფორმაციები ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოების არქივებში საკმარისზე მეტია. ასე, რომ, ქალბატონო ბოლოტნიკოვა, "Google"-ს ან " Яндекс"-ის მეშვეობით ვირტუალურ სამყაროში მშვიდობიან მოგზაურობას გისურვებთ.

ცალკე კომენტარის ღირსია "Georgia Times-Грузия Сегодня"-ის მიერ ნახსენები "2008 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობის მიერ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ შედგენილი რამდენიმე ტომი". ამით ავტორმა უკეთეს შემთხვევაში საკუთარი თავი იმ დილეტანტთა მრავალრიცხოვან სიაში ჩაწერა, რომლებსაც საერთოდ არა აქვთ წარმოდგენა და შესაბამისად ვერც ერკვევიან რუსეთ-საქართველოს ომის თემატიკაში. თუნდაც იმის გახსენებაც კი რად ღირს, რომ რუსეთის პროკურატურის მიერ წარმოებულ "მიუკერძოებელ გამოძიებას" ვერც წინასწარ მომზადებულმა და საომარი მოქმედებების პერიოდში ფართოდ გაშუქებულმა ქართველი სამხედროების მხრიდან ოსების მასობრივი დახოცვის სიუჟეტებმა უშველეს. ფაქტების არასებობის გამო რუსეთის გენპროკურატურას "გენოციდისა" და "ორი ათასი მოკლული ოსის" შესახებ ისტორიების დავიწყება მოუწია, რასაც ასე უსირცხვილოდ ამტკიცებდა მთელი მსოფლიოს წინაშე რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი და გაეროს უშიშროების საბჭოში მოლაქლაქე რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ჩურკინი. პროკურატურამ იმის დამალვაც ვერ მოახერხა, რომ "გენოციდის" 200-დე მსხვერპლი ე.წ. "მოხალისეები", ანუ კოკოითის ბოევიკები აღმოჩნდნენ. ან იმ ვიდეო კადრებს რა ვუყოთ, რომლებმაც ქართული არტილერიის მიერ "მძინარე ცხინვალის" დაბომბვის შესახებ მითი პრაქტიკულად გააქარწყლეს! ამასთან, რას მივაწეროთ რუსეთის ტელევიზიით დემონსტრირებული სიუჟეტები, რომლებზეც ნათლად ჩანს, რომ მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების განადგურების შემდეგ ცხინვალში ქართული შენაერთების შესვლისას ქალაქი პრაქტიკულად ხელუხლებელი იყო, ხოლო მათი უკან გამოდევნის მიზნით რუსული ავიციიისა და არტილერიის მასიური დაბომბვის შემდეგ ცხინვალი მხოლოდ ნანგრევებს წარმოადგენდა?! თუ ბოლოტნიკოვას სურს რუსეთის იმ "მოაზროვნეთა" ნაწილს შეურთდეს, რომელთაც ქართველები საკუთარი თავის დაბომბვის მოყვარულებად მიაჩნიათ? იქნებ ბოლოტნიკოვამ ის კადრები მაინც გაიხსენოს, რომელშიც "მოვლენათა ეპიცენტრიდან" БМ-21 «Град»-ის ბატერიის რუსი ჯარისკაცი დაუფარავად ამბობს, რომ სწორედ ისინი ბომბავდნენ ცხინვალს! ქალბატონო სვეტლანა ხომ არ გაგვერძელებინა ნონსესებზე საუბარი?!

ავტორსა და პროკურატურის წარმომადგენლებს ვურჩევთ ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრონ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ჯარები არც ერთი "კანონის შესაბამისად" არ იმყოფებიან. ერთი ქვეყნის სამხედრო შენაერთებს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე შეუძლია იმყოფებოდნენ ამ უკანასკნელის თანხმობით, ან იმ შემთხვევებში, როდესაც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მათი იქ ყოფნა საერთასორისო თანამეგობრობის მიერ არის სანქცირებული. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არ წარმოადგენენ საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ (სწორედ ასე განიხილავენ განვითარებულ მოვლენებს თვითონ რუსეთის ხელისუფლებაში) ისინი სუვერენული სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არიან, ხოლო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მთელი ცივილიზებული სამყარო აღიარებს. რუსეთთან მიმართებაში სიტყვა "ოკუპაცია" არ არის ქართველების ფანტაზიის ნაყოფი, იგი იურიდიულად გამართლებული ტერმინია, რომელსაც აშშ-სა და ევროპაში ოფიციალურ დონეზე უკვე იყენებენ.

დასასრულისათვის რეკომენდაციის სახით ბოლოტნიკოვას ვურჩევთ გაეცნოს ანდრეი ილარიონოვის მიერ მომზადებულ მასალას "როგორ მზადდებოდა ომი". ამასთან განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ნაშრომში უხვად წარმოდგენილ ფაქტებს და ბოლოში მოყვანილ ინფორმაციების პირველწყაროების სიას. ქალბატონო სვეტლანა! - ყველაფერი ეს არა ქართველმა, არამედ ერთ-ერთმა თქვენმა, რუსმა საუკეთესო მკვლევარმა და თქვენი ნაციონალური ლიდერის ყოფილმა მრჩეველმა შეაგროვა. გისურვებთ წარმატებულ შემეცნებით საქმიანობას.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე