RSS
გოჩა გვარამია: აფხაზებმა ქონება, შესაძლოა, კრემლთან დაახლოებულ ქართველებსაც დაუბრუნონ
25.08.2010 14:03
მედიანიუსი

ექსპერტ გოჩა გვარამიას აზრით, აფხაზეთიდან ლტოლვილი რუსეთის მოქალაქეებისათვის აფხაზეთში დატოვებული ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ შემუშავებული დოკუმენტი კარგად გათვლილი პოლიტიკური პიარ ნაბიჯია. კრემლი ამით ორ კურდღელს დაიჭერს. რუსეთი კარგად გაანგარიშებულ პარტიას თამაშობს, რადგან, ერთი მხრივ, ამით მსოფლიოს აჩვენებს, თითქოს აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორია კი არ არის და იქ მარიონეტული რეჟიმი კი არ მოქმედებეს, არამედ დამოუკიდებლად მოქმედი მთავრობა და პრეზიდენტი, რომელიც დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს, მიუხედავად იმისა, შეთავაზება მოსკოვიდან იქნება თუ არა.

"მათ გათვლილი ჰქონდათ, რომ აფხაზებს ასეთი რეაქცია ექნებოდათ და მათგან ნეგატიური დამოკიდებულება ამ დოკუმენტის მიმართ წამოვიდოდა", - აღნიშნა "მედიანიუსთან" საუბრისას ექსპერტმა.

გვარამიას თქმითვე, კრემლმა ამ საკითხის წამოწევით ერთგვარად ხაზი გაუსვა იმას, რომ აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით, რუსეთის გადაწყვეტილება არის გამართლებული, რადგან აფხაზეთი უკვე შემდგარი დამოუკიდებელი ქვეყანაა. სხვის ჭკუაზე კი არ დადის, არამედ დამოუკიდებლად აშენებს თავის სახელმწიფოებრიობას.

"მეორე მხრივ, აუცილებლად გაითვალისწინებს აფხაზეთის ამ პოზიციას და აღნიშნულ დოკუმენტში შეიტანს გარკვეულ ცვლილებას. კერძოდ, ყურადღებას გაამახვილებენ ეთნიკურ მინიშნებაზე, ვის ექნება უფლება ქონებრივი უფლებების აღდგენაზე. არც ის არის გამორიცხული, რომ ქართველებსაც მისცენ უფლება, ქონება დაიბრუნონ, ოღონდ შეარჩევენ ისეთ ქართველებს, რომლებსაც რაღაც კაპიტალი გააჩნიათ და რუსეთის მმართველ წრეებთან დაახლოებული პირები არიან. ანუ კრემლის რეკომენდაციით ქართველები მოხვდებიან ამ სიაში. საერთაშორისო საზოგადოების წინაშე კი ამით ქულებს დაიწერენ", - აღნიშნა “მედიანიუსთან” საუბრისას გოჩა გვარამიამ

შეგახსენებთ, რომ სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ რუსეთის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში ქონების დაკანონებასთან დაკავშირებით, უარი განცხადა.

"თუ ჩვენ ყოველგვარი პირობის გარეშე დავთანხმდებით ქონების დაკანონებაზე, სერიოზული პრობლემები შეგვექმნება იმ ქართველ ლტოლვილებთან, რომლებიც ომის შემდეგ რუსეთში ცხოვრობენ და რომელთაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს", - განაცხადა შამბამ.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე