RSS
რა დაემართა დამოუკიდებლობას?
31.08.2010 13:20
გოჩა გვარამია
"ექსპერტთა კლუბი"

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე გამავალი საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრების უკანონო გადმოკვეთასთან დაკავშირებით შექმნილმა სიტუაციამ უნებლიედ დაადასტურა, რომ ეს ტერიტორიები არანაირ "დამოუკიდებელ ქვეყნებს" არ წარმოადგენენ და რუსეთს ისინი ანექსირებული აქვს.

როგორც აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. "საგარეო საქმეთა მინისტრმა" განაცხადა, "რესპუბლიკებს შორის არსებული საზღვრის გადაკვეთისას აფხაზი მესაზღვრეები რუსეთის მოქალაქეების საზღვარგარეთის პასპორტებში არანირ შტამპს არ სვამენ". მისი სიტყვებით მათ საერთოდ რუსეთის შიდამოხმარების პასპორტებით შეუძლიათ "დამოუკიდებელ აფხაზეთში" შემოსვლა. ხოლო რაც შეეხება "საზღვარგარეთის მოქალაქეებს, რომლებიც აფხაზეთში რუსეთის მხრიდან შემოდიან", გვინჯიას სიტყვებით მათ ვიზის სახით პასპორტის დანართს აძლევენ, "ამისათვის კი შესაბამისად მათ რუსეთის მრავალჯერადი ვიზის ქონა ესაჭიროებათ. ერთადერთი შტამპი, რომელიც მათ პასპორტში ჩაერტყმევათ, ეს ფსოუზე რუსეთის საზღვრის გადმოკვეთისას რუსი მესაზღვრეების მიერ გაკეთებული შესაბამისი სასაზღვრო აღნიშვნა იქნება", განაცხადა ე.წ. "დამოუკიდებელი აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა".

თუ გვინჯიას სიტყვებს რეზუმირებას გავუკეთებთ, გამოდის, რომ "დამოუკიდებელ ქვეყანას", რომელსაც გარდა იმისა, რომ არ გააჩნია საკუთარი ვალუტა, სრულად ფინანსირდება უცხო ქვეყნის მიერ, არ გააჩნია უნარი აკონტროლოს საკუთარი "სახელმწიფო საზღვარი" და მას მთლიანად სხვები იცავენ, ამავე დროს ამ სახელმწიფოში უცხოელები რუსეთის მრავალჯერადი ვიზების საფუძველზე ჩადიან, ხოლო "დამოუკიდებელი აფხაზეთის" ე.წ. მესაზღვრეები პასპორტში შტამპსაც კი არ ურტყამენ - შტამპს, რომელიც პასპორტის მფლობელის მიერ რუსეთის ტერიტორიიდან გასვლას ადასტურებს, მხოლოდ რუსი მესაზღვრეები არტყამენ. მაგრამ ეს ადამიანი უკან ხომ უნდა დაბრუნდეს?! ალბათ, მათ ისევ რუსი მესაზღვრეები ჩაურტყამენ შესაბამის, ამჯერად რუსეთის ტერიტორიაზე შემოსვლის დამადასტურებელ შტამპს. ნუთუ არავის აინტერესებს სად იყო და საიდან ბრუნდება კონკრეტული ასეთი პიროვნება?! ნუთუ პიროვნება რომელიღაც ასტრალურ შავ ხვრელში, რაიმე სხვა განზომილებაში მოგზაურობდა?! რაც შეეხება უშუალოდ რუსეთის მაცხოვრებლებს, აქ ლაპარაკიც ზედმეტია - ისინი რუსეთის შიდა პასპორტებით "დამოუკიდებელ აფხაზეთში" როგორც საკუთარში ისე დასეირნობენ.

ერთი სიტყვით, კითხვები ბევრია. მაგრამ პასუხი ერთადერთია - "დამოუკიდებელ აფხაზეთში" უკვე თვითონ ხვდებიან და აღიარებენ, რომ მათი "დამოუკიდებლობა" ყინულზე დაწერილია. თუმცა მადლიერებაც გვინდა გამოვხატოთ, რადგან თავიანთი განცხადებებით კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგების საქართველოს მიერ იურიდიული საკითხის დაყენების მართებულობა - სუვერენული და დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას წარმოადგენს, ხოლო ამ ტერიტორიებზე დღემდე არსებული რუსეთის სამხედრო შენაერთები ოკუპაციური ძალებია.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე