RSS
ზნედაცემულ დამპყრობლებს ზნეობრიობისთვის თავგანწირულები ორი საუკუნის შემდეგაც ამარცხებენ
20.09.2010 12:10

რუბრიკა: ასე იყო 200 წლის წინ, ასეა დღეს, რა იქნება ხვალ?

მიმდინარე წლის 11 სექტემბერს თერგის კაზაკთა ატამანების ინიციატივით და დაფინანსებით ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის დედაქალაქის პიატიგორსკის ცენტრში დაიდგა კავკასიის დამპყრობის ერთერთი სასტიკი ორგანიზატორის გენერალ ერმოლოვის ძეგლი. ამ ძეგლის აღმართვა, ისე როგორც 2009 წლის ოქტომბერში ქ.მინვოდში მისივე ძეგლის დაგმა, აღქმული იქნა კავკასიელი ხალხების მიმართ შეურაცყოფის და ცინიზმის გამოხატვად.

ქ.პიატიგორსკში გენერალ ერმოლოვის ძეგლის გახსნიდან 8 დღის შემდეგ ჩეჩენი ქალის დღისადმი მიძღვნილ ტრადიციულ დღესასწაულზე რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ დუკუვახა აბდურახმანოვმა გამოაქვეყნა რამზან კადიროვის ხელმოწერილი ბრძანებულება ქ.გროზნოს ერთერთი ცენტრალური ქუჩისთვის ლეგენდარული ჩეჩენი ქალის დადინ აიბიკის სახელის მინიჭების შესახებ. აღნიშნულ ცერემონიალს ჩეჩნეთის ხელისუფლებისა და საზოგადოებრიობის მრავალი წარმომადგენელი დაესწრო.

1819 წლის სექტემბერში გენერალ ერმოლოვის ბრძანებით გადამწვარ სოფელ დადი-იურთის 46 დატყვევებულმა ახალგაზრდა ჩეჩენმა ქალმა დადინ აიბიკის ხელმძღვანელობით მდინარე თერგზე გადასვლის დროს თავი ჩაიღრჩვეს წყალში, რათა ხელში არ ჩავარდნოდნენ მათი მშობლების და ახლობლების მკვლელ დამპყრობლებს და შეენარჩუნებინათ ქალური ღირსება.

2009 წლის 18 სექტემბერს გუდერმესში ძეგლი დაუდგეს სოფელ დადი-იურთის დამცველებს.

ჩეჩენმა ხალხმა დადინ აიბიკის და მისი 45 ახალგაზრდა მეგობრის სახელის უკვდავყოფით პროტესტი გამოუცხადა უზნეობას და ძალადობას, 200 წლის წინანდელ და დღევანდელ დამპყრობელ გენერლებს.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე