RSS
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთი იმპერიული ზრახვებით აღსავსე არაკონტროლირებადი მთავრობის ხელში
20.09.2010 15:20

რუსეთისათვის ფრანგული სამხედრო გემის „მისტრალის” მიყიდვა საფრთხეს უქმნის არამარტო საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს. ასეთი კომენტარი გაუკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ერვე მორენას განცხადებას, რომელიც გაეროს გენერალურ მდივანთან პან გი მუნთან შეხვედრაზე ირწმუნებოდა, რომ რუსული მხარისათვის რამოდენიმე საბრძოლო სამხედრო გემის მიყიდვა „საქართველოს არ შეუქმნის უსაფრთხოების პრობლემას”.

„საქართველოს გააჩნია ცალსახა პოზიცია,-განაცხადა ამასთან დაკავშირებით კალანდაძემ,-ჩვენ ვთვლით, რომ ეს უქადის საფრთხეს არა მარტო საქართველოს არამედ მთელს რეგიონს”. მან ხაზი გაუსვა, რომ პარიზის პოზიცია ამ საკითხში არ არის თბილისის პოზიციის თანმხვედრი, და არის „საქართველოს მიმართ არაკეთილმოსურნე”.

რაც შეეხება ფრანგული მხარის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთი-ეს არაა საბჭოთა კავშირი, ნინო კალანდაძემ შეახსენა, რომ თუმცა რუსეთი საბჭოთა კავშირი არაა, მაგრამ სურს მისი აღდგენა. „რუსეთი დღეს არაკონტროლირებადი მთავრობის ხელშიа, რომელსაც ამოძრავებს იმპერიული ზრახვები,-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ,-მის ხელში ასეთი ძლიერი სამხედრო გემი, როგორიც არის „მისტრალი“ , ქმნის რეალურ საშიშროებას”.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე