RSS
სეზონი-2010 ჩავარდა: გასული ზაფხული აფხაზეთისათვის საბედისწერო აღმოჩნდა
20.09.2010 15:50

წლევანდელმა ტურისტულმა სეზონმა აფხაზეთში გაცილებით ნაკლები ტურისტები მოიზიდა, ვიდრე 2009 წელს. ციფრების დასახელებას აზრი არა აქვს-სხვადასხვა წყაროები სრულიად სხვადასხვა და აშკარად არაადეკვატური მონაცემებით ოპერირებენ. თუმცა, როგორც ,,თვალთახედვით” განსაზღვრავენ - წელს პლაჟებზე სიცარიელე იყო, აფხაზები კი იმედგაცრუებულები დადიან, მეწარმეები სეზონის მზადებისათვის გაწეული ხარჯების ბალანსს აჯამებენ...

მარიონეტული რეჟიმის თავკაცი სერგეი ბაღაფში თვლის, რომ პოპულიარობის დაკარგვაზე იმოქმედა სერვისის დონის ,,დაქვეითებამ”, როდესაც მოგებას გამოკიდებულმა მეწარმეებმა აფხაზეთში ასწიეს ფასები, პარალელურად დაუფარავად გამოამჟღავნეს უპატივცემულობა რუსი ტურისტებისადმი. ფასების შესახებ ყველაფერი სწორია-მაგრამ სერვისის დაქვეითებაზე მხოლოდ შეიძლება გაიცინო: ის დღევანდელ აფხაზეთში არასოდეს ბრწყინავდა და ძნელად წარმოსადგენია სიღრმეები, რომლებშიც ის შეიძლება ჩაგორებულიყო ადრე დაკავებული პოზიციებიდან.

მიზეზი ყოველივე ამისა დევს ზედაპირზე და იფარება ზუსტად 2009 წლის სეზონის პერიპეტიებში, რომელმაც თავის დროზე ეიფორია გამოიწვია სოხუმში. წინა წლებში აფხაზეთს სტუმრობდა არამრავალრიცხოვანი დამსვენებელი- ძირითადად დომინირებდნენ ყველაზე მოუთხოვნელნი, რომლებსაც ხიბლავდა დაბალი ფასები და რომლებისთვისაც მარტო ბუნებაც კი საკმარისი იყო ყოველგვარი სერვისის გარეშე. აქედან ინფორმაციის სიმწირე აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე. აქაურ საშინელებებზე დროდადრო ჩნდებოდა ინფორმაციები ტურისტულ საიტებზე, ასევე ცოტა რამეებიც იჟონებოდა რუსულ გაზეტებში-აი, ის მთელი ,,შავი პიარი”, რომელიც ოდნავ ანელებდა მასობრივ რეკლამას სულის ქვეყანაში იდეალურ დასვენებაზე.

და აი 2009 წელს, აფხაზეთის რუსეთის მიერ ცნობის ტალღაზე, რუსები მიაწყდნენ ოკუპირებულ რეგიონს- მიაწყდნენ და შეეჩეხენ არსებულ მწარე რეალობას ინფრასტრუქტურის არარსებობაზე, ადგილობრივების უნიათობას და სურვილის არ ქონას რაიმე ელემენტარული სერვისის შექმნაზე, უხარისხო კვების არსებობას, მძიმე კრიმინალურ ვითარებას და სხვა ,,სიამოვნებებს”. ეს ხალხი, რა თქმა უნდა, არა მარტო არა დაბრუნდნენ შემდეგ წელს, არამედ ფართოდ გაავრცელეს აფხაზური კურორტების ანტირეკლამა. დღეს პოტენციური ტურისტი, როდესაც ინტერნეტის მეშვეობით ეძებს ადგილს, სადაც ის თავის დანაზოგს დახარჯავს, უფრო უარყოფითს გადააწყდება ვიდრე დადებითს აფხაზეთში დასვენებაზე.
ყოველივე ამას ზედ დამატებული გარკვეული ეფექტი შესძინა ზემოთხსენებულს საქართველოს კანონის ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ’’ გახმოვანებამ, რომელმაც საკმაოდ დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია, რუსებმა გაიგეს: რომ აფხაზეთში ჩასვლით, ისინი დანარჩენ საქართველოში არშემსვლელები ხდებიან. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის სურვილის შემთხვევაში ისინი ქართულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე უკეთეს შემთხვევაში ვიზას ვერ მიიღებენ, ან დააკავებენ მათ და სოლიდურ ფულად ჯარიმას დააკისრებენ. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ციხეში ხუთწლიანი პატიმრობითაც კი შეიძლება დასრულდეს საქმე. რუსეთის მოქალაქეებს სურთ არა ქართულ ციხეში, არამედ ქართული კურორტები, რომელთა იმიჯიც წლიდან წლამდე უფრო იზრდება...
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე