RSS
ნაურუს ფული დაუმთავრდა: "სამხრეთ ოსეთს" წყნარ ოკეანეში" ინტეგრირებას უკეთებენ
20.09.2010 17:58

ნაურუს 50$ მილიონი დაუმთავრდა, რომელიც ადრე რუსეთისაგან მიიღო და ეხლა ეს გუანოს (ზღვის ფრინველების სკინტლი) მომპოვებელი გადამუშავებული კარიერის კუნძულოვანი სახელმწიფო აწარმოებს მოლაპარაკებებს თავის სხვა მეზობლებთან წყნარ ოკეანეში ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" აღიარების შესახებ. როგორც ცხინვალში მყოფმა ნაურის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის მრჩეველმა ბენ ვან დერ სანდერმა განაცხადა, "ჩვენ ეხლა ვაწარმოებთ კონსულტაციათა პროცესს წყნარი ოკეანის მცირე სახელმწიფოებთან, რათა მათ აღიარონ სამხრეთ ოსეთი, ჩვენი მიზანია წყნარი ოკეანის სახელმწიფოებთან ურთიერთობებში სამხრეთ ოსეთის ინტეგრირება".
საინტერესოა, რომ იქვე მყოფმა აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მეთაურმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ მისთვის აფხაზეთის საერთაშორისო აღიარება უკვე "განვლილი ეტაპია". "ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ ისეთი დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომ არავის ეჭვიც კი არ შეეპაროს, ღირს თუ არა ჩვენი აღიარება", – განაცხადა ბაღაფშმა. ჩვენ კი ის დაგვრჩენია, რომ მას წარმატება ვუსურვოთ ამ გზაზე, რამე თუ ცნება "დემოკრატია" და "სამართალი" აფხაზეთთან მიმართებაში სრულიად გამორიცხავს "დამოუკიდებელი სახელმწიფოს" ცნებას – წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზებს აღარ დაჭირდებოდათ ეთნიკური წმენდისა და აპარტეიდის განხორციელება თავისი ერზაც–სახელწიფოებრიობის უზრუნველსაყოფად.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე