RSS
ოკუპანტებმა ოსურ სოფელ ღრომთან ქართველი მოზარდი დააკავეს
12.11.2010 17:20

ოკუპანტებმა ოსურ სოფელ ღრომთან დააკავეს ქართველი მოზარდი, რომელსაც პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ აღმოაჩნდა.

ოსური სააგენტოების ცნობით, მოზარდი, რომლის ვინაობაც არ ასახელებენ, მეზობელი ქართული სოფლის, მეჯვრისხევის მაცხოვრებელია და ღრომის ტერიტორიაზე შევიდა. რუსებმა მოზარდი ოსურ ე. წ. უშიშროების სამსახურს გადასცეს და ცხინვალში გადაიყვანეს. დაკავებული ალექსი ხუროშვილი 15 წლისაა და იგი ხშირად დადიოდა ხოლმე ღრომის მიმართულებით, სადაც სოფლის განაპირა მიწის ნაკვეთებია.

უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, რუსმა ე. წ. მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. მათ გარდა, ცხინვალის ციხეში კიდევ რჩება საქართველოს ათამდე მოქალაქე, რომლებსაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალი აქვთ წაყენებული. ოსური მხარე კი კვლავ დაჟინებით მოითხოვს დაკავებულთა გაცვლას პრინციპით: „ყველა ყველაზე“, რასაც ქართული მხარე არ თანხმდება, რადგან აგვისტოს ომამდე დაკავებული არაერთი ოსი ეროვნების ადამიანი მძიმე დანაშაულისთვის, მათ შორის, გორის ტერაქტის მოწყობისთვის სასჯელს საქართველოს ციხეებში იხდის.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე