RSS
სეპარატისტები ქართველების აბუჩად აგდებას განაგრძობენ
12.11.2010 17:24

ახალგორელებს, რომლებმაც “ქართული ოკუპაციის აღიარების” განცხადებას ხელი არ მოაწერეს, ცხინვალის რეჟიმი ფორმა №9-ს არ აძლევს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” თავად ახალგორელებმა აცნობეს.

“იმ ადამიანებს, რომლებიც არ დაემორჩილნენ რაიონის დე-ფაქტო ადმინისტრაციის მოთხოვნას, რომ ხელი მოეწერათ განცხადებაზე, ქართული ოკუპაციის აღიარების შესახებ, არ აძლევენ ფორმა №9-ს. ამიტომ მათ მოუწევთ ადმინისტრაციულ საზღვარზე ყოველ გადაადგილებისას დაახლოებით 20 ლარიანი გადასახადის გადახდა”, - განაცხადეს ახალგორელებმა.

მათივე განცხადებით, ამ ადამიანებს შორის არიან სხვადასხვა დაწესებულების მათ შორის ახალგორის საავადმყოფოს თანამშრომლები.

დაახლოებით 2 თვის წინ ცხინვალის რეჟიმმა შეადგინა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ახალგორის რაიონი წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მიერ იყო ოკუპირებული და ამ განცხადებაზე ახალგორის ქართული მოსახლეობის ნაწილს იძულებითა და მუქარით მოაწერინა ხელი. ფორმა №9-ის გარეშე კი ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილება რამდენიმე დღეში ფასიანი ხდება.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე