RSS
ისტორიული მიმოხილვა: ერმოლოვიდან ხლოპონინამდე
17.11.2010 14:56
გოჩა გუნიავა
"ექსპერტთა კლუბი"

რუბრიკა: ასე იყო 200 წლის წინ, ასეა დღეს, რა იქნება ხვალ?

2010 წლის სექტემბერში ახლადშექმნილი ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის დედაქალაქ პიატიგორსკში ძეგლი დაუდგეს კავკასიის ომების გმირად შერაცხულ გენერალ ალექსეი ერმოლოვს. მანამდე 2008 წელს მისი ძეგლი ქალაქ მინერალურ წყლებშიც აღმართეს.

სისხლში იხრჩობა ჩრდილოეთ კავკასია. ამ სისხლისღვრის ერთერთი წამომწყები, რომელიც უკვე 200 წელია გრძელდება, ერმოლოვი იყო. სხვა გენერლებისაგან იგი გამოირჩეოდა თავისი დაუნდობლობით, ცბიერებით და სიძულვილით კავკასიელი ხალხების მიმართ. მის სახელთანაა დაკავშირებული ათასობით სოფლისა და ქალაქის გადაბუგვა, ასიათასობით კავკასიელის ფიზიკური განადგურება და სამშობლოდან გაძევება. იმპერიული დაავადებით შეპყრობილ ძალებს კავკასიის ბევრ ქალაქში დაუდგამთ მისი ძეგლი, მაგრამ ყველა ხელსაყრელი ვითარების შექმნის დროს მათ ანგრევდნენ და ისტორიის სანაგვეზე მიუჩენდნენ ადგილს.

ერმოლოვის ძეგლების დადგმა შემთხვევითი არ არის. გრძელდება მისი კავკასიური პოლიტიკის რეანიმაცია, რაც სისასტიკეში, ხალხების ერთმანეთზე გადაკიდებაში და მათი სრული ლიკვიდაციის მცდელობაში გამოიხატება.

კავკასიაში მიმდინარე გაუთავებელი სისხლიანი პროცესების ცივილურად გადაწყვეტის მომლოდინე საზოგადოება პასუხად ტირანების ძეგლების და მათი არაადამიანური პოლიტიკის აღდგენას ღებულობს. ხდება იმ ტრადიციების და პრაქტიკის აღდგენა, რომელზე დაყრდნობითაც გენერალმა ერმოლოვმა და მისმა მემკვიდრეებმა განადგურების პირას მიიყვანა ბევრი ხალხი.

ძეგლებს უდგამენ იმ ადამიანს, რომელიც საქვეყნოდ აცხადებდა: «Чеченцы, народ, перевоспитанию не поддаюшиися. Только уничтожению».

არავითარი კომპრომისი შეიარაღებულ მეამბოხეებთან, უნდა მოხდეს მათი სრული ლიკვიდაცია _ აგზავნიან დირექტივებს რუსეთის დღევანდელი მესვეურები.

დაუმორჩილებელ ბოევიკებს ორი მეტრის სიღრმეზე მიწაში ჩაფვლა, ან ციხეში სამუდამოდ ყოფნა _ იმეორებენ მათი ადგილობრივი დამქაშები.

კავკასია რუსეთის განუყოფელი ნაწილია და იგი არასოდეს წავა ამ რეგიონიდან _ ჯიუტად იმუქრება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

უნდა დაჩქარდეს კავკასიაში რუსულენოვანი კაზაკი მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა. იქ წესრიგს მხოლოდ კაზაკები დაამყარებენ. ხელისუფლების ყველა ურჩი და მოწინააღმდეგე მკაცრად უნდა დაისაჯოს _ კვერს უკრავს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი, გენერალ ერმოლოვის პოლიტიკის მოტრფიალე ალექსანდრე ხლოპონინი.
უწვავენ სახლებს ტყეში გასული ბოევიკების ახლობლებს, აპატიმრებენ და უგზო-უკვლოდ აქრობენ მათ ნათესავებს.

ხლოპონინისგან რეამინირებულ ერმოლოვისეულ პოლიტიკას არც თუ ცოტა მიმდევრები ჰყავს დღევანდელი რუსეთში, თუმცა ისინი არც მის თანამედროვეებში ყოფილა ცოტა.

კავკასიელების მიმართ სიმკაცრისა და დაუნდობლობის ერმოლოვისეულ პოლიტიკას კაზაკთა ატამანებთან და გენერალიტეტთან ერთად საზოგადოების ელიტარული წარმომადგენლებიც შეუყვანია შეცდომაში. იმპერიული ამბიციებით შეპყრობილ ხლოპონინებს. ღრმად ჰქონიათ გადგმული ფესვები რუსულ ისტორიულ ნიადაგში. მათ გენიოსებზეც კი მოუხდენიათ ზეგავლენა.

«ძრწოდე კავკასია _ ერმოლოვი მოდის» აცხადებდა დიდი რუსი პოეტი ალექსანდრე პუშკინი. ამ ოთხსიტყვიანი მრავლისმომცველ შეძახილში იგი კავკასიელების მიმართ იმპერიის მმართველების უხეში და ძალისმიერი პოლიტიკის მოწონებასაც უსვამდა ხაზს და იქ მცხოვრები ხალხების მიმართაც თავის აგრესიულ დამოკიდებულებას გამოხატავდა.

გენერალ ერმოლოვის პიროვნების მიმართ დიდი პატივისცემის ნიშნად უნდა ჩაითვალოს ქ.ორიოლში გენერლის ყოფილი სახლის ადგილზე დადგმულ ობელისკზე გაკეთებული წარწერაც: «Из Москвы поехал я на Калугу, Белев и Орел, и сделал таким образом, двести верст лишних, зато увидел Ермолова. А. С. Пушкин».
ა.პუშკინი, რომელიც თავის დროზე სამხედრო კარიერის გაკეთებაზე ფიქრობდა, სიხარულსა და კმაყოფილებას არ მალავდა რუსეთის არმიის წარმატებებზე კავკასიაში.

თავის ძმისადმი მიწერილ წერილში იგი ამბობდა:
«Видел я берега Кубани и сторожевые станицы, любовался нашими казаками-вечно верхом, вечно готовы драться, в вечной предосторожности». და მერე: «Хотя черкесы нынче довольно смирны, но нельзя на них положиться; в надежде большого выкупа они готовы напасть на известного русского генерала. И там, где бедный офицер безопасно скачет на перекладных, там высокопревосходительный легко может попасть на аркан какого-нибудь хишника».

გამოხატავდა რა თავის აღფრთოვანებას კავკასიის ბუნების განუმეორებელი სილამაზით ალექსანდრე სერგის ძე აგრძელებდა შთაბეჭდილებების გაზიარებას თავის ძმასთან და პოეტური პათოსით ოცნებობდა რუსეთის იმპერიის შემდგომ გაფართოებაზე სამხრეთით თვით ინდოეთის ჩათვლით:

«Кавказский край, знойная граница Азии, любопытен во всех отношениях. Ермолов наполнил его своим именем и благотворным гением. Дикие черкесы напуганы, древняя дерзость их исчезла; дороги становятся час от часу безопаснее, многочисленные конвои излишними. Должно надеяться, что эта завоеванная страна, до сих пор не приносившая никакой существенной пользы России, скоро сблизит нас с персиянами безопасной торговлей, не будет нам преградой в будущих войнах, и, может быть, сбудется для нас химерический план Наполеона о завоевании Индии...»

ა.პუშკინი კავკასიაში თავისი მოგზაურობის დროს ახლოს გაეცნო რუსული არმიისა და კერძოდ კაზაკების საბრძოლო სულისკვეთებას და რამდენიმე შეტაკებაში პირადად მიუღია მონაწილეობა გენერალ რაევსკის ნაწილებთან ერთად.

გენიალური პოეტიც ვერ გაქცევია თავისი ეპოქის სულისკვეთებას. იმპერიის გაძლიერება და მისი ტერიტორიების გაზრდა სხვა ხალხების ხარჯზე გამხდარა მისი აღტაცების მთავარ ძალად. ამ პათოსზე გაზრდილი თაობები გარკვეულწილად დღესაც განსაზღვრავენ კავკასიასა და კავკასიელებთან მათ დამოკიდებულებას.

საინტერესოა, იცნობდა თუ არა სახელოვანი რუსი პოეტი ა.პუშკინი თავისი თანამედროვე გენიალური ფილოსოფოსის გეორგ-ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის (1770-1831) შეხედულებებს კავკასიელებზე, სადაც ის ამბობს: «მხოლოდ კავკასიის ხალხში აღწევს სული თავის აბსოლუტურ მთლიანობას, აბსოლუტურ დამოუკიდებლობას და სრულ ერთიანობას საკუთარ თავთან. იგი აღწევს თვითგამორკვევას, თვითგანვითარებას და ამით წინ მიყავს მსოფლიოს ისტორია. მსოფლიოს ისტორიაში კი პროგრესი მხოლოდ კავკასიის რასის წყალობით მიიღწევა».
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე