RSS
ცრუ დაპირებები, რომელსაც საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს
26.11.2010 13:53
გოჩა გუნიავა
ექსპერტთა კლუბი

რუბრიკა: ასე იყო 200 წლის წინ, ასეა დღეს, რa იქნება ხვალ?

რადიო "ეხო კავკაზას" ცნობით 16 ნოემბერს სოხუმის ცენტრში ასობით მუსულმანმა აღნიშნა ყურბან ბაირამის ტრადიციული დღესასწაული. ვინაიდან აფხაზეთში მეჩეთი არ არსებობს, ხოლო პატარა სამლოცველო სახლმა ყველა, მსურველი ვერ დაიტია ბევრ მორწმუნეს სალოცავი ხალიჩის გაშლა პირდაპირ ასფალტზე მოუწია.

მორწმუნეების რაოდენობა აფხაზეთში ყოველწლიურად იზრდება და მეჩეთის აშენების აუცილებლობა ძალიან დიდია_განუცხადა ჟურნალისტებს აფხაზეთის მუსულმანთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილემ თემურ ძიბამ.

ბატონი ძიბა მარტო სურვილების გამოთქმით არ იფარგლება იგი ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ აფხაზეთის მუსულმანებს თავისი მეჩეთი ჰქონდეს. მან ჯერ კიდევ 2008 წელს თურქეთის რესპუბლიკის რელიგიის საქმეთა სამმართველოს თავმჯდომარესთან ალი ბარდაგ ოღლუსთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც თურქული მხარე სხვა საკითხებში დახმარების აღმოჩენასთან ერთად ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გაუწევდა აფხაზეთის მუსულმანებს სოხუმსა და გუდაუთაში ახალი მეჩეთების მშენებლობის საქმეში. მოიძებნა თანხები, დაიწყო პროექტების შედგენა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოყო მშენებლობისთვის შესაბამისი მიწის ნაკვეთები.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქულ-აფხაზურ გეგმებს გამოუჩნდა კონკურენტი რუსეთის მუფტების საბჭოს სახით, რომლებმაც «შესთავაზეს» აფხაზეთის ისლამური თემის ხელმძღვანელებს უარი ეთქვათ თურქეთისთვის და მიეღოთ მათი წინადადება გუდაუთაში, სადაც მუსულმანური აღმსარებლობის მოსახლეობა უფრო მრავლადაა წარმოდგენილი მუსულმანური კულტურის ცენტრის მშენებლობის შესახებ. ნაგებობათა სისტემაში ცენტრალური ადგილი მეჩეთისთვის იქნებოდა განკუთვნილი. გავრცელდა აგრეთვე ინფორმაცია, რომ ცენტრის მშენებლობას უშუალოდ გაუწევდნენ მფარველობას სერგეი ბაღაფში და ალექსანდრე ანქვაბი.

ამის შემდეგ რაიმე ცნობა მეჩეთის მშენებლობის შესახებ არ გამოქვეყნებულა, თუმცა იყო მოკლე განცხადება, რომ გაგრძელდა მეჩეთებისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების არენდის ვადა.

აფხაზეთის მუსულმანური თემის ლიდერები ბატონები თემურ ძიბა და სალიხ კვარაცხელია ჟურნალისტებთან საუბარში იმედს არ კარგავენ, რომ ადრე თუ გვიან სოხუმელ და გუდაუთელ მორწმუნეებს ექნებათ თავისი ახალი კეთილმოწყობილი მეჩეთები, თუმცა მათი ოპტიმიზმის ხარისხი თანდათან კლებულობს, რადგან მიხვდნენ, რომ ბაღაფშის და ანქვაბის პროტექტორობა საკმარისი არ აღმოჩნდა ამ საკითხის ადგილიდან დაძვრისთვის. «დამოუკიდებელ აფხაზეთში» მოსკოვის სურვილის გარეშე არაფერი არ ადგილზე არ წყდება. ასე იყო 200 წლის მანძილზე. ასეა დღეს.

აფხაზეთის დღევანდელი მუსულმანი ლიდერებისთვის შეიძლება არც იყოს ცნობილი, რომ მათი წინამორბედები ჯერ კიდევ 100 წელზე მეტი წლის წინათ სვამდნენ საკითხს რუსეთის ხელისუფლების წინაშე სოხუმსა და ოჩამჩირეში მეჩეთების მშენებლობის შესახებ. მათაც პირდებოდნენ მაგრამ სხვადასხვა საბაბის მომიზეზებით საქმე წინ არ მიდიოდა.

საქართველოს ცენტრალურ ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული დოკუმენტური მასალები ამ საკითხის ისტორიის შესახებ ნათელ სურათს იძლევიან.


Фонд №13 Опись 3 Дело №863
Секретно
Его Сиятельству, Наместнику Его
Императорского Величества на Кавказе

Ваше Сиятельство, Милостливый Государь
В марте месяце с.г. Канцелярия Вашего Сиятельства известила Сухумскую администрацию о состоявшемся разрешении построить в Гудаутском участке, Сухумского округа в с.Ацы – мечеть.
Приемлю смелость доложить Вашему Сиятельству, что это мечеть уже несколько лет тому назад начата построикою, но эта построика приостоновлена в 1910 году местной администрациеи, когда выяснилось огромный вред от этой будушей мечети строяшеися явно на турецкие деньги с определенными турецкофильскими тенденциями.
Дело в том что Гудаутский участок наиболее заражено мусульманством (турецкою верою – как говорят абхазцы). Все православные храмы: в Ачандарах, Дурипше, Джирхве, Омхар и др. закрыты или разволились. Жители настолько бедны что и подумать не могут о сооружении новых храмов. Между тем в с.Ацы сооружается огромная двухэтажная, каменная мечеть. Когда на месте была допущена великая ошибка разрешения этой мечети, то ея постройка и была приостоновлена. Тем более это возможно, что выяснилось и незаконность построения этой мечети. Так как с.Ацы находится в совершенно анологичных условиях с Ачандарской, дело то и в этом селении построение мечети как незаконное, было воспрешено.
Если же теперь снова будет строится мечеть в Ацы, то не будет основании воспрепятствовать построике их в других местах.
В виду этого имею честь покорнеише просит Ваше Сиятельство о том, чтобы ошибочно разрешенная, но уже два-три года тому назад приостовленная эта Ацынская мечеть осталась в том виде в каком она сеичас находится, и чтобы дальнеишие работы по ея постройке не были возобновлены. Ныне и сами Ациидцы уже не очень хлопочут об этой мечети, а между тем для православных, которые не имеют храмов эта мечеть будет величаишим соблазном и в полном смысле слова разгромом православия в Гудаутском участке.
Призывая на Вас Божье благословение имею честь быть
Вашего Сиятельства покорной слуга подпись

 
секретно
Наместник Его Императорского
Величества на Кавказе
26 июня 1913г.
г.Тифлис
Начальнику Сухумского Округа

9 марта с.г. по ходатаиству жителей мусульман с.Ацы Гудаутского Участка, разрешить им построику мечети в названном селении.
При разсмотрении этого дела мною был принят во внимание препровождаемый при сем приговор от 4 июня 1910 года жителей мусульман с.Ацы, каковым приговором последные между прочим, постоновили отпустить на построику мечети 2 тысяча рублей.
Ныне Эпископ Сухумский обратился ко мне с ходатаиством о воспрешении построики Ацынской мечети при чем сообшил что указанных 2000 руб. (две тыс.) у жителей с.Ацы в наличности не имеются и что местной администрации ничего не известно об этих денгах, пожертвовавшие коих как полагает Пресвяшенный Андреи обешано из турецких источников.
Признав вследствие сего необходимость построику мечети в с.Ацы, о чем Вам уже сообшено и.об.директора Канцелярии Наместника в телеграмме от 25 сего июня за №16939 и предлагаю Вашему Высокоблагородию безотлагательное разследования, о том имеется ли у мусульман с.Ацы на построику мечети в наличности 2 тыс. рублей, кем именно и когда означенные деньги были пожертвованы, а также представляется ли возможным на эти деньги осушествить построику мечети при условии наличности строительного материала и деиствительно ли таковой имеется в распоряжении мусульман.
В месте с тем Вам надлежит выяснить, все ли лица учавствовавшие в составленении приговора 4 июня 1910 года и долженствуюшие составит приход предпологаемой мечети, принадлежат к составу Ацинского сельского общества и в противном случае не имеется ли среди составителей приговора иностранноподданных, а также деиствительно ли в состав названного сельского общества входят только 6 дымов лиц православного исповедания, как это усматривается из прилагаемого при сем приговора православных жителей с.Ацы от 30 января.
О последуюшем предлагаю Вам представить мне в самом непродолжительном времени.
И.Д.Наместника Генерал от Инфантерии подпись

  
Фонд №12 Опись 7 Дело №956
Секретно
Вице-Директору Канцелярии
Главноначальствуюшего Гражданскою Частью
На Кавказе
5 мая 1893г.
Г.Тифлис
Его Превосходительству М.Я. Шаликову
Милостивый Государь
Михаил Яковлевич
В дополнение к отношению канцелярии от сего числа по поводу усиления Магометанства среди туземного населения Сухумского Округа имею честь сообшить Вашему Превосходительству, что как частным образом дошло до сведения Главноначальствуюшего, в настояшем году магометанскии праздник Рамазан, в одном из селении Гудаутского участка местный Участковыи Начальник Чиковани присутствовал на устроенном тузенцами по случаю этого праздника скачках и раздавал награды отличившимся в оных. Принимая во внимание, что такой образ деиствии местного начальника, если он деиствительно имел место, является поошрением магометанства и потому идет в разрез с принятого правительством в Сухумском округе системою ограждения тамошных туземных жителеи от вляния ислама и привлечения их православию. Господин Главноначальствуюший изволил поручить мне просить Ваше Превосходительство, в том случае если означенные сведения об участии участкового начальника в праздновании Рамазана подтвердятся поставить этому полицеискому чиновнику на вид за неуместность его такого поступка и разъяснить как ему так и всем полицеиским чинам Сухумского Округа их объязанность в отношении поддержания Православия и противодеиствие Магометанству и о последуюшем довести до сведения Главного Кавказского Наместника. Исполняя сим поручение Его Высокопревосходительства имею честь просить Вас Милостивый Государь принять уверение в истинном почтении и совершеннои преданности.

подпись

შეიძლება ათობით და ასობით ანალოგიური დოკუმენტის დასახელება, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებისაგან ისლამური რელიგიის და არა მარტო ისლამურის შეზღუდვებსა და შევიწროებაზე ღაღადებენ.

თუმცა ყოველივე ეს არც ბატონ თემურ ძიბას და არც სალიხ კვარაცხელიას (იგი შემთხვევით გადაურჩა მასზე განხორციელებული ტერაქტის მცდელობას) არ გააოცებს, რადგან ისინი თვითონ არიან მოწმენი ხელისუფლებისგან ჩადენილი არა ერთი დანაშაულებრივი ქმედებისა.

დღემდე გაუხსნელია 2007 წელს გუდაუთის ცენტრში დღისით ჩადენილი მუსულმანთა თემის ლიდერის ხამზათ გიცბას მკვლელობა, სადაც აშკარად ჩანდა რუსული სპეცსამსახურების კვალი. მიმდინარე წელს ქ.გაგრაში ასევე მოწმეების თანდასწრებით მოკლეს აფხაზეთის მუსულმანთა სასულიერო სამმართველოს წარმომადგენლი ემიკ ჩაკმაჩ–ოღლი. მიუხედავად ხელისუფლების და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების ხმამაღალი დაპირებებისა, ეს მკვლელობაც გაუხსნელია.

ასე იყო 200 წლის მანძილზე, ასეა დღეს, რა იქნება ხვალ?

ასე აღარ იქნება ხვალ, რადგან დიდხანს ვეღარ იბოგინებს იმპერიული დაავადებით შეპყრობილი ხელისუფლება და მათ გაქრობასთან ერთად ბოლო მოეღება ხალხების მოტყუებას და მათ სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე