RSS
ქართველ ბავშვებს ახალგორში მილიციის მეთვალყურეობის ქვეშ ყინავენ
30.11.2010 16:59

ახალგორის სკოლაში ცხინვალის რეჟიმმა მილიციის თანამშრომლები შეიყვანა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ახალგორის მოსახლეობამ აცნობა.

“სკოლის შესასვლელებში მილიციელები ჩააყენეს, რომ ბავშვები გაკვეთილებიდან დროზე ადრე არ წავიდნენ. სკოლაში მხოლოდ რამდენიმე მოსწავლე დადის. ამის მიზეზი ის არის, რომ მათი უმეტესობა სიცივის გამო ავად არიან, ნაწილს კი მშობლები არ უშვებენ სკოლაში, ისევ და ისევ სიცივის გამო”, - განაცხადეს ახალგორელებმა.

მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე არ ხერხდება სკოლის შენობაში გათბობის დაზიანებული სისტემის შეკეთება.

“გვითხრეს, რომ ნაწილი, რომლის დაზიანების გამოც გათბობის სისტემა არ მუშაობს, მხოლოდ მოსკოვში იყიდება. აპირებენ თუ არა ამ ნაწილის შეძენას და პრობლემის მოგვარებას, არ ვიცით.”, - განაცხადეს ახალგორელებმა.

მათივე ინფორმაციით, სკოლის მასწავლებლებს უკვე სამი თვეა, ხელფასი არ მიუღიათ.

ახალგორის ქართულ და რუსულ სკოლებში, რომლებიც ერთ შენობაშია განთავსებული, სიცივის გამო სასწავლო პროცესი გუშინ ჩაიშალა.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე