RSS
ოკუპანტებმა ახალგორიდან თბილისისკენ სასწრაფო დახმარების მანქანა არ გამოატარეს
22.11.2010 17:01

რუსმა ოკუპანტებმა ახალგორის საგუშაგოზე თბილისის მიმართულებით სასწრაფო დახმარების მანქანა არ გამოატარეს, რომელსაც სამი წლის პაციენტი გადაჰყავდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ახალგორის მოსახლეობამ აცნობა.

“შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. იმ მომენტისთვის ბავშვის მშობლები წეროვანში იმყოფებოდნენ. მას მაღალი სიცხე ჰქონდა და ახალგორის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი თბილისში გადაყვანა გადაწყვიტა, თუმცა, მანქანა რუსულ პოსტზე არ გაატარეს”, - განაცხადეს ახალგორელებმა.

მათივე ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადას გატარებაზე უარის მიზეზად რუსმა ოკუპანტებმა სამუშაო საათების დასრულება დაასახელეს. რუსი მესაზღვრეები ახალგორის საგუშაგოზე მუშაობას 20:00 საათზე ასრულებენ.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე