RSS
როდის დადგება რუსი კანონმდებლებისთვის 21-ე საუკუნე?
09.12.2010 12:38
ექსპერტთა კლუბი

რუბრიკა: ასე იყო 200 წლის მანძილზე, ასეა დღეს, რა იქნება ხვალ?

 

ქ. მაიკოპის საქალაქო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა რესპუბლიკის პროკურორის განცხადება საკათედრო მეჩეთის ბიბლიოთეკიდან ჩხრეკის დროს ამოღებული ისლამური ლიტერატურის ექსტრემისტულად ცნობის შესახებ. საქმე ეხება მეოცე საუკუნის ცნობილი ღვთისმეტყველის შეიხ ალ-ტანტაუის წიგნს „საერთო წარმოდგენა ისლამზე“ და იასერ ალ-უსტუანის ნაწარმოებს „რა იცით თქვენ ისლამზე?“

 

1 დეკემბერს ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში ადიღესა და კრასნოდარის მხარის მუსულმანთა მუფტმა ნურბი ემიჟმა განაცხადა, რომ აუცილებლად გაასაჩივრებს ამ აბსურდულ გადაწყვეტილებას, რადგან ანალოგიური წიგნები წლების მანძილზე თავისუფლად იყიდება მოსკოვის ისლამურ დაწესებულებებში და როგორ შეიძლება ის რაც მისაღებია ქვეყნის ერთ რეგიონში, დანაშაული იყოს მეორეში. სტავროპოლის მუსულმანთა ლიდერმა მუხამედ რახიმოვმა სოლიდარობა გამოუცხადა თავის ადიღელ კოლეგას და განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს მის ბრძოლას ყველა ინსტანციაში.

მიმდინარე წლის 29 ნოემბერს ადიღეს რესპუბლიკის პროკურატურამ ოფიციალური გაფრთხილება გამოუცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ჩერქეზეთის კონგრესის“ ერთერთ ლიდერს ზაურ ძეუკოჟევს, რომელსაც ბინაში ჩხრეკის დროს ამოუღეს საზოგადოების ოფისის სამუშაო მასალები და ისლამური ლიტერატურა, რომლებიც ადიღელი სამართალდამცავების შეფასებით ექსტრემისტული ხასიათის გამოთქმებს შეიცავენ. ანალოგიური ქმედების გამეორების შემთხვევაში ზ.ძეუკოჟევს მოუწევს პასუხისმგებლობა არსებული კანონმდებლობის წინაშე.

ადრე დაღესტანის სამართალდამცველებმა ბინებში ჩხრეკა ჩაუტარეს და 28 მოქალაქის წინაშე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე ბრალდებით, რომ ისინი ინახავდნენ და ავრცელებდნენ თურქი ღვთისმეტყველის საიდ ნურსის ნაწარმოებებს. სამართალდამცველებმა მხედველობაში არ მიიღეს ცნობილი მეცნიერი ისლამისტების მტკიცება, რომ ს.ნურსის ნაწარმოებებში არაფერია ექსტრემისტული და ის თავისუფლად ვრცელდება ინტერნეტ საიტებზე და რელიგიური ლიტერატურის სახით.

რელიგიათმცოდნეებისა და ისლამური სასულიერო პირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური სამმართველოს თანამშრომლებმა, რომლებიც წყვეტენ ცალკეული რელიგიური მიმდინარეობის არსებობა-არსებობის საკითხს, შეფასებას აძლევენ ცნობილი ღვთისმეტყველების ნაწარმოებებს და ამა თუ იმ მოღვაწის ქმედებას, ისლამის საფუძვლების არცოდნის გამო ქვეყანა მიიყვანეს რელიგიური დაპირისპირების ზღვარზე. ამის ნათელ დადასტურებად მოყავთ ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე ომი ე.წ. ვახაბიტი ტერორისტების წინააღმდეგ. ამ გაუგებრობას ემსხვერპლა ჩრდილოეთ ოსეთის მუფტი ა.ევტეევი, რომელმაც თავისი დადებითი დამოკიდებულება გამოხატა ვახაბიზმის მიმართ. იგი ჯერ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, შემდეგ კი აიძულეს, რომ დაეტოვებინა სამშობლო და გადახვეწილიყო საუდის არაბეთში, სადაც რუსეთში დევნილი ვაჰაბიზმი სახელმწიფო რელიგიად არის გამოცხადებული.

რუს კანონმდებლებს და სამართალდამცველებს არ უნდათ გაიგონ, რომ 21-ე საუკუნეში არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში აღარ სჯიან თავისუფალი დამოუკიდებელი აზრის გამოთქმისთვის, აღარ კრძალავენ არავითარ ლიტერატურას და მათ მკითხველებს არ აცხადებენ ბოროტმოქმედებად.

თავისუფალი აზრისა და რწმენის მარწუხებში მოქცევა რუსეთში ეხლა არ დაწყებულა, მას დიდი ხნის ისტორია აქვს.

მკითხველს ვთავაზობთ 120 წლის წინ შედგენილ ერთერთ დოკუმენტს იმ ათასებიდან, რომლებიც მრავლად იქმნებოდნენ 200 წლის მანძილზე რუსეთის იმპერიაში, საბჭოთა პერიოდში და როგორც ვნახეთ არც დღეს არის მათი ნაკლებობა.

 


Фонд №229 Канцелярия Наместника на Кавказе по Военно-Народному управлению
Опись 2
Дело №705 Рапорт военного губернатора Дагестанской области и переписка о поселении в Сибири пожизненно жителя сел. Чаях, Магомеда Магомед-оглы, замеченного в распространении среди населения мусульманскаго учения «Тарикат». 28.09.1889-11.11.1889

Военный Губернатор Дагестанской области
Канцелярия
№11740
19 сентября 1889г.
гор. Темир-Хан-Шура

По Военно-Народному Управлению Кавказского Края

Господину Главноначальствуюшему
Гражданскою частию на Кавказе
Рапорт

В рапорте от 17 июля сего года за №9115 я имел честь подробно донести Вашему Сиятельству о распространении в среде населения вверенной мне области религиозного учения «Тарикат», о значении и постоянных последствях распространения этого учения и о лицах наиболее замеченных в проявившемся религиозном движении. К числу таких лиц, кроме поименованных в упомянутом рапорте, следует отнести содержашегося ныне под стражей жителя селения Чаях, Казикумухского Округа Магомеда-Магомед-Оглы, который по характеру и фанатизму уступает лишь главному из деятелей этого учения жителю селения Кикуны, Магомед Гаджиеву Осман оглы. Признавая необходимым устранить возможность вляния Магомеда Магомед Оглы на население, ввиду оснований, подробно изложенных в рапорте за №9115, имею честь испрашивать разрешение Вашего Сиятельства на высылку его в отдаленные места Сибири на всегда.
Генерал-Леитенант Князь подпись
Правитель канцелярии подпись

Господину Министру Внутренных дел
№2496
7 октября 1889г.

Предложить вместе с ним Военному Губернатору Дагестанской области выслать в гор. Астрахань к тамошнему Губернатору, жителя Казикумухского округа с.Чаях Магомеда Магомед оглы замеченного в распространении среди населения Дагестана мусульманскаго учения «Тарикат» о вредном влянии которого на жителей области уже сообщено Вашему Высокопревосходительству помощником моим Генералъ-Адъютантом Шереметиевым в отзыве от 12 августа сего года за №2230, имею честь просить распоряжения Вашего Высокопревосходительства о поселении этого горца в Сибири на всегда.

подпись

_____________

№2797
7 октября 1889г.
И.Д. Нач. Канцелярии Полк. Шатилов

Военному Губернатору Дагестанской области

Его Сеятельство Главноначальствуюший изволил вместе с сим войти в сношение с Министерством Внутренних Дел о поселении в Сибири, навсегда жителя Казикумухского округа с.Чаях Магомеда Магомед оглы, замеченного в распространении среди населения Дагестана мусульманскаго учения «Тарикат».
Сообщая об этом имею честь просить распоряжение Вашего Сиятельства об отправлении Магомеда Магомед оглы в гор. Астрахань к томашнему Губернатору впредь до особого распоряжения Министра Внутренних Дел о дальнейшем направлении его по назначению.

подпись

 
ასე იყო 200 წლის მანძილზე. ასეა დღეს. ისმის კითხვა: როდის გაიგებენ რუსი კანონმდებლები, რომ უკვე 21-ე საუკუნეა.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე