RSS
სოჭის ფარსი ყარაბაღზე: ალიევმა და სარგსიანმა შეხვედრისაგან თავიანთი სარგებელი მიიღეს
05.03.2011 17:18
გოგი მაისურაძე

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა დღეს ჩაატარეს ყარაბაღის პრობლემების დარეგულირების საკითხისადმი მიძღვნილი წინასწარ შეცნობით მორიგი უშედეგო შეხვედრა. მის უნაყოფობაზე მეტყველებს არამარტო კონკრეტული პროგრესის მიღწევის და მისდამი რაიმე საწინდრის არ არსებობა (ბაქომ და ერევანმა დღემდე ვერ მოახერხეს თავიანთი მზაობის ჩვენება პრინციპულ საკითხებში რამე, მცირედ დათმობაზე წასვლაზეც კი), მაგრამ საგულისხმოა რუსეთის პატრონაჟით თვით მოლაპარაკებების ჩატარების ფაქტი.

მოსკოვი ობიექტურად არ არის დაინტერესებული სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გადაწყვეტით. უფრო მეტიც, ფორმალურად გამოდის რა მედიატორის როლში, მას კონფლიქტის ერთერთი მონაწილის (სომხეთის ) ტერიტორიაზე ჰყავს თავისი ჯარები და ხელს უწყობს რეგიონში მისი სამხედრო პოტენციალის გაზრდას - ისევე როგორც საქართველოსთან მიმართებაში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე, რამაც რუსეთი აიძულა ჩამოეხსნა საკუთარი ნიღაბი. ყარაბაღის პრობლემის გადაჭრა სომხეთს გაანთავისუფლებს რუსეთზე დამოკიდებულებისაგან და საშუალებას მისცემს მას თავისი სატრანზიტო საშუალებების რეალიზაციისათვის; კრემლს დაეკარგებოდა ნავთობზე და გაზით მდიდარ აზერბაიჯანზე ზეწოლის საშუალება; ხოლო მთელი რეგიონისათვის გახსნიდა ინტეგრაციის ახალ პერსპექტივებს საკმაოდ მომგებიანი ეკონომიკური მაჩვენებლებით, რაც რუსეთის ფედერაციას კატეგორიულად არ აწყობს და რომელსაც არ სურს მთელს კავკასიის რეგიონში იყოს თუმცა გავლენიან, მარამ ერთადერთი მოთამაშე.

ჰეგემონური მდგომარეობის შენარჩუნებისადმი მისწრაფება განაპირობა, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კრემლის მიერ კონფლიქტების კონსერვაციაზე აღებულმა კურსმა, რომელიც ჩადებული იყო ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში. ღვივადი კონფლიქტი - ყველაზე ხელსაყრელი მდგომარეობაა რუსეთისათვის, იმდენად რამდენადაც ის საშუალებას იძლევა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მხარეების მანიპულირებისათვის, ამავე დროს ფორმალურად ინარჩუნებს გულშემატკივარი შუამავლისა და მშვიდობისმყოფელის როლს. ვიდრე წინააღმდეგობები არის, არსებობს ახალი ომის დაწყების საშიშროებაც, სომხეთი და აზერბაიჯანი მაქსიმალურად არიან დამოკიდებული რუსეთზე, რომლის ჯარებსაც შეუძლია ითამაშოს გადამწყვეტი როლი დაპირისპირების შედეგების განსაზღვრაზე.

ასეა თუ ისე, უკვე მესამე წელია, ყარაბაღის მიმართულებით კრემლი გააქტიურდა. მოსკოვმა ახალი თამაში დაიწყო: დიდი ძმის საფარქვეშ რუსეთის პრეზიდენტის სახით - აწყობს სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრებს. პოლიტიკური პიარის მეშვეობით აქცენტები კეთდება როგორც გარღვევა - ეუთოს მინსკის ჯგუფის მრავალწლიანი უნაყოფო ფორმატის ფონზე. მაგრამ იმდენად რამდენადაც ნებისმიერი მიუკერძოებელი ექსპერტისათვის ნათელია, რომ რეალური პროგრესი არ შედის რუსეთის ხელმძღვანელების გეგმებში, ისმის ლოგიკური კითხვა - რისთვის კეთდება ყოველივე ეს ?

მთავარია აქ გვესმოდეს, რომ პროგრესის იმიტაცია ისევე მნიშვნელოვანია კრემლისათვის, როგორც რეალური წინსვლის არ არსებობა. ამის მიზეზები კი რამდენიმეა. კერძოდ, ეს საშუალებას იძლევა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზოგადოების თვალში რეპუტაციის მხარდასაჭერად, რომლებშიც ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად გაისმის კრიტიკული შენიშვნები რუსეთის პოლიტიკის მიმართ. ეს საშუალებას იძლევა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ახლოს იყოლიოს. მაგრამ რაც კიდევ უფრო მთავარია - ეს საშუალებას იძლევა კრემლის, როგორც აგრესორის და ოკუპანტის სტატუსის, რომელიც მას მთელს მსოფლიოში ოფიციალურად დაუმკვიდრდა საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის შემდეგ და ამჟამად უკვე აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დაუფარავად მიტაცების შედეგად, გამოსწორებისათვის.

აი მთელი შინაარსი მედვედევის გარემოცვაში სარგსიანის და ალიევის „ყარაბაღის“ შეხვედრებისა. ვლაპარაკობთ „ყარაბაღს“, გონებაში გვაქვს „საქართველო“. ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები დოკუმენტებში წერენ სიტყვა „ოკუპაციას“ და სარგებლობენ ამით დიპლომატიურ რიტორიკაშიც. ექსპერტების დონეზე რუსეთის „საშუამავლო“ როლი საქართველოში დიდი ხანია სასაცილო გახდა და „ტალიავინის დასკვნაში“ ოფიციალურადაა ნიველირებული. ამის საპასუხოდ რუსეთის ფედერაცია წყენას გამოხატავს: რა ცილისწამებაა! მოდით, ნახეთ როგორ ვაგვარებთ კონფლიქტს სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის! მაგრამ ქართველები თვითონ არიან დამნაშავენი - რომ არ დაგვიჯერეს...

სიბრიყვე იქნებოდა იმის დაჯერება, რომ ყოველივე ეს არ ესმით სომხეთსა და აზერბაიჯანში. მაგრამ ამ ქვეყნების პრეზიდენტები ამ რუსულ დადგმაში იძულებულნი არიან სტატისტების როლი ითამაშონ. „წყალქვეშა ნავიდან სად დაიმალებით“... დავრდომილი ცხვრისაგან, როგორც იტყვიან, მატყლიც სარგებელია - და სერჟ სარქსიანი და ილხამ ალიევი ცდილობენ ამ შეხვედრებიდან სიამოვნების მაქსიმუმი შეიხვედრონ. ერთადერთი ინფორმაცია, რომელმაც სოჭიდან მოაღწია მედვედევის გარემოცვაში ორი პრეზიდენტის ოფიციალური მოლაპარაკებების შემდეგ - ეს იყო არაოფიციალურ გარემოში მათი დროსტარების აღწერა.

მოსაწყენი აპარტამენტებიდან კრასნაია პოლიანაში ერთერთი სამთო სათხილამურო ფერდობთან გადაადგილების შემდეგ, სახელმწიფოთა მეთაურებმა მიირთვეს ჩაი და ფსეხაკოს მაღლობზე ფუნიკულიორზე ავიდნენ. მედვედევმა და ალიევმა ისარგებლეს ამ შემთხვევით და თხილამურებით რამოდენიმეჯერ დაეშვნენ ძირს. ხოლო ცუდმა სპორტსმენმა სარგსიანმა, რომელსაც სამთო სათხილამურო გამოცდილება არ გააჩნია, მისი კომპენსირება თოვლზემავლით გასეირნებით შეძლო. შემდეგ პრეზიდენტებმა სასადილო მაგიდასთან „აქტუალური პრობლემების განხილვა განაგრძეს“. გვრჩება ერთი რამ, რაც შეიძლება მეტი სასიამოვნო დროსტარება ვუსურვოთ.

ბოლოს და ბოლოს, ყარაბაღი - არ არის მარტო ერთი პრობლემა. ერთობლივი დასვენება ხელს უწყობს სახელმწიფო მოღვაწეების დაახლოებას. მოიხედავ, და ყარაბაღის „კვამლის ფარდის“ მიღმა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს მედვედევთან ერთად შესაძლებლობა მიეცემათ ორმხრივი აზერბაიჯანულ - რუსული და სომხურ-რუსული ურთიერთობების ფარგლებში რომელიმე მესამეხარისხოვანი საკითხების განხილვა და გადაწყვეტა...


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე