RSS
რუსეთი აფხაზეთის ანექსიის მეორე ეტაპზე გადადის
21.06.2011 14:36
ირაკლი ცქიტიშვილი
"ექსპერტთა კლუბი"

მოსკოვმა და სოხუმმა აფხაზეთში საოკუპაციო კონტინგენტის მნიშვნელოვანი გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. "Life News"-ის ინფორმაციით, რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა სოჭის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოებისა და "სამშვიდობო ძალების" გაზრდის მიზნით დახურული შეხვედრა გამართეს.

მოლაპარაკების თანახმად, 2013 წლამდე კონტინგენტის რაოდენობა 3500-მდე გაიზრდება, მაშინ, როცა ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე 1500 რუსი ჯარისკაცი იმყოფება (რუსული მხარის მონაცემებით). მიზეზად დასახელებულია "გალის რაიონში არსებული დაძაბული სიტუაცია".

აღსანიშნავია, რომ რაიმე სერიოზულ გართულებას გალის რაიონში ადგილი არ აქვს, და თუ აქვს, ისიც მხოლოდ რუსული საოკუპაციო ჯარების მიერ თავიანთი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო, და აღნიშნული გამოიყენება რუსული მხარის მიერ როგორც საბაბი, რათა დაასაბუთოს კონტინგენტის გაზრდა პირველ რიგში ევროპელი დამკვირვებლებისა და შემდეგ უკვე აფხაზეთის მაცხოვრებლებისათვის. კონტინგენტის გაზრდა, ერთის მხრივ, გამოწვეულია ოლიმპიური თამაშებისათვის მზადებით, და ეს მოხდებოდა ნებისმიერ შემთხვევაში, ექნებოდა თუ არა ადგილი სიტუაციის გამწვავებას სადმე ოკუპაციის ხაზის გასწვრივ.

გარდა ამისა, ოლიმპიადის უსაფრთხოების დაცვის საბაბით შემოყვანილ საოკუპაციო კონტინგენტს სხვა ამოცანებიც გააჩნია. აღსანიშნავია, რომ სამხედრო მოსამსახურეებით აფხაზეთის ტერიტორიის გავსება მარიონეტული რეჟიმის მომავალ ხელმძღვანელებზე სერიოზული ზეწოლაც იქნება. მითუმეტეს, რომ დღეს აფხაზეთის საზოგადოება მომავალი "არჩევნების" მოლოდინში იმყოფება და წინასაარჩევნო პროცესები ჯერ აქტიურ ფაზაში არ გადასულან.

აქვე აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე გაზრდილი საოკუპაციო კონტინგენტის ფარგლებში შესაძლოა ვიხილოთ საპენსიო ასაკს მიახლოებული ოფიცერთა დიდი კორპუსი, რომლებსაც ოლიმპიადის ჩატარების და პენსიაზე გასვლის შემდეგ სოხუმსა და მოსკოვს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე შეეძლებათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის მოთხოვნა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საოკუპაციო კონტინგენტის გაზრდის გადაწყვეტილება სრულად ჯდება რუსეთის გეგმებში მყარად გაიდგან ფესვები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მოახდინონ აფხაზეთის საქართველოს სხვა ტერიტორიებისაგან სრული იზოლაცია, რის შემდეგაც მათი მოქმედებები გადავლენ მესამე ფაზაში – ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამომავლო ბატონობის განმტკიცებაზე, რაც უკვე აფხაზეთის შიდამმართველობითი სადავეების ხელში ჩაგდებას, აფხაზების მმართველი წრეების "რუსი სპეციალისტებით" ჩანაცვლებას, მოსახლეობის აქტიურ რუსიფიცირებასა და აფხაზების რუსეთის პოლიტიკურ–ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციას ისახავს მიზნად. ამის შედეგად აფხაზები "გაიწოვებიან" დიდ რუსეთში, ხოლო აფხაზეთის ტერიტორია, სოჭის მსგავსად, ერთი ჩვეულებრივი რუსული გუბერნია გახდება.

მაგრამ გააპროტესტებს კი ვინმე აფხაზეთში ამ წინასსარჩევნო პერიოდში ასეთ პერსპექტივას?


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე